პირველკურსელთა მღება

  • Home
  • პირველკურსელთა მღება

1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 

2. პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის ვადები და ეტაპები  ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

3. სკოლის პირველ კლასში მიღების მსურველი მოსწავლის რეგისტრაცია მიმდინარეობს 4 ეტაპად:

3.1. I ეტაპი – რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.  

3.2. II ეტაპი – რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;

ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

3.3. III ეტაპისაყოველთაო რეგისტრაციის ეტაპზე, ელექტრონულ  პორტალზე (http://registration.emis.ge) თავისუფალი ადგილების ფარგლებში, რეგისტრირდება ნებისმიერი მსურველი ბავშვი, რომლის ასაკი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას;

3.4. IV ეტაპი – გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

4. I, II და IV ეტაპებზე რეგისტრაცია ხორციელდება სკოლაში, ხოლო III საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპზე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია თავად განახორციელოს რეგისტრაცია ან დახმარებისთვის მიმართოს სკოლას.

5. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

5.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;                                                                                                                       

5.2. ბავშვის  ფოტოსურათი (3X4);                                                                                                                            

5.3. ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

5.4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

5.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;  

5.6. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრების შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას აგრეთვე უნდა  დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

7. ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირების შემდეგ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია უქმდება.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანხმობით, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ დასაშვებ რაოდენობას.

10. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

11. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.