გაკვეთილების ცხრილი
  • ნინო ჟღენტი 3-3 კლასი 2015
  • ,,წითელქუდა"
  • კონფერენცია მათემატიკაში თემაზე -"ოქროს კვეთა"-ღვთაებრივი პროპორცია X კლასი 08.05.2015
  • 1ბ კლასი  ,,სიცოცხლის ხე"
  • ,,სიცოცხლის ხე 1-ბ კლასი"
  • ,,დედამიწა ტაძარია და ცა მისი გუმბათი"
    ზვიად გამსახურდია
  • ,,ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა"
    დავით გურამიშვილი
  • ,,ვინც მოიხადა მსოფლიო ვალი,

    ის მკვდარიც ცოცხლობს, არ არის მკვდარი"

    აკაკი


  • ,,არ იცი? ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია"
    რუსთაველი
სიახლეები არქივი
26/01/2016
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა
 სსიპ ქალაქ თბილისის #61 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 3 დღით შეჩერდა.
საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს. მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.
სრულად
25/12/2015
კონფერენცია თემაზე -"ისტ-ის ინტეგრაცია სასწავლო საგნებთან"
23.12.2015 წელს სსიპ ქალაქ თბილისის #61 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე -"ისტ-ის ინტეგრაცია სასწავლო საგნებთან" ხელმძღვანელი ისტ-ის მასწავლებელი მარინა ხუციშვილი. 6-ა, 6-ბ და 6-გ კლასის მოსწავლეებმა წარმატებით წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა სასწავლო საგნებიდან: ისტორია, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა ხელოვნება. მათმა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა მოწვეულ სტუმრებსა და პედაგოგებს შორის
სრულად
11/11/2015
სტუმრად მთაწმინდის პანთეონში

6 ოქტომბერს მე–8_2 კლასი ვესტუმრეთ მთაწმინდის პანთეონს და რა თქმა უნდა პარკსაც. პანთეონთეონში ჩვენ პატივი მივაგეთ ნოდარ დუმბაძის, ნიკოლიზ ბარათაშვილის, იაკობ გოგოებაშვილის, ვაჟა–შაველას და სხვა XIX-XX საუკუნეების მწერლებს და საზოგოადო მოღვაწეების საფლავებს. ასევე მოვინახულეთ მამადავითის ეკლესია რომელიც გამოირჩეოდა თავისი სილამაზით და მდებარეობით. რა არის მთაწიმინდა მისი პარკის გარეშე. არ გამოვტოვეთ არცერთი, ატრაქციონი მერე რა რომ მერვე კლასში ვართ მთაწმიმნდის პარკისთვის  პატარები არასოდეს არ ვიქნებით.

                                                                       მარიამ ჭანტურია                                
სრულად
14/10/2015
VIII-2 კლასის შემოდგომის ექსკურსია

11 ოქტომბერი, შემოდგომის ცივი, მაგრამ ულამაზესი დღე. ამ დღეს ვიყავით ბორჯომში. კერძოდ მწვანე მონასტერში, უფლისციხეში, ჯვარზე... მოვიხიბლეთ ბორჯომის ულამაზესი და ტვალწარმტაცი ბუნებით.

მწვანე მონასტერი ულამაზესია იგი გამოირჩევა ეგზოტიკური ბუნებით. განსაკუთრებით მომხიბლა იმ გზამ, რომელსაც ეკლესიამდე მივყავდით. მონასტერი არაუგვუგვიანეს VIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული.

ჩემი აზრით უფლისციხე კონტრასტების ადგილია ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ ენაცვლება გამწვანებულ ბუნებას უდაბნოს ტიპის გამოქვაბულები, სადაც ბევრ უცხოელ ტურისტს იხილავთ. იმავე ტერიტოტრიაზე ულამაზესი ბუნების ფონზე წავიხემსეთ.

როდესაც თბილისში ვბრუნდებოდით უბრალოდ არ შეგვეძლო, რომ  ჯვრისმონასტერი არ გვენახა. ის სიბნელის ფონზე კიდევ უფრო მომხიბლელია. VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი მცხეთის ისტორიული ძეგლია.                     

                                                                                                       ანა ფერცულიანი

სრულად