მისია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია

ჩვენი სკოლის მისიაა მოამზადოს მოსწავლეები მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის, აღზარდოს წიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და მიზანდასახული, კომუნიკაბელური, ინფორმირებული და  პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოში.

რისთვისაც სკოლა უზრუნველყოფს: სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს; მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას;  უსაფრთხო, ძალადობისა  და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისაგან თავისუფალ და წამახალისებელ გარემოს; განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში; სკოლის აღჭურვას სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით;  ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას და სკოლის კომპიუტერიზაციას;  გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით  მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო სააღმზრდელო მომსახურებას,  ხელს უწყობს  ფიზიკური და ფსიქიკურად ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებას; ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრებას;