დამატებითი მომსახურება

  • Home
  • დამატებითი მომსახურება

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ასეთი სახის მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს, როგორც უფასო, ისე ფასიანი მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით.

ამ მხრივ, სკოლის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებებს ფასიანი წრის სახით:

  • გახანგრძლივებული წრე;  
  • სხვადასხვა ხელნაკეთის ნივთების შემსწავლელი; 
  • ბალეტის წრე,

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებებს ფასიანი წრის სახით:

  • რუსული ენის წრე