სკოლა ვალდებულია შინსწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე;
სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი, ახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს; (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებლი არ ასწავლიდეს შინსწავლებაზე გადაყვანილ მოსწავლეს).
მოსწავლის შინსწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინსწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას.
მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შემაჯამებელი დავალებების ჩატარებაზე/აღდგენაზე მოსწავლისთვის ხელშეწყობას.
მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობა.