კალენდარი

  • Home
  • კალენდარი

2022-2023 სასწავლო წლის კალენდარი

1. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტერს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.

2. 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2022 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების – 2023 წლის 15 ივნისი, გარდა  I და XII კლასისა;

3. XII კლასის მოსწავლეთათვის 2022-2023 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2023 წლის 19 მაისი;

4. I კლასის მოსწავლეთათვის 2022-2023 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2023 წლის 25 მაისი;           

5. 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2022 წლის 29 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2023 წლის 16 იანვარს;

6. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ,  იმ შემთხვევაში თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.