მოსწავლის უფლებები
1. მოსწავლეს უფლება აქვს:
1.1. მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება;
1.2. იცნობდეს სკოლაში მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
1.3. სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება;
1.4. მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
1.5. უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდით;
1.6. გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება, ინფორმაციის თავისუფლება;
მოსწავლის ვალდებულებები
1. შესაბამისი სასკოლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და გაკვეთილის დაწყებამდე დაიკავოს თავისი ადგილი საკლასო ოთახში;
2. გაკვეთილის მსვლელობისას სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვები, გამოთქვას საკუთარი აზრები გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით;
3. დაემორჩილოს მასწავლებლის მითითებებს და გაითვალისწინოს მისთვის მიცემული შენიშვნები;
4. დაემორჩილოს სკოლის მანდატურის მითითებებს:
5. არ დატოვოს სკოლის ტერიტორია სასკოლო დროის დამთავრებამდე;
6. გაუფრთხილდეს და დაიცვას საკლასო ოთახის ინვენტარი, სკოლის ქონება და ტექნიკური აღჭურვილობა;
7. პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სკოლაში მყოფ დაცვის თანამშრომელს;
აგრეთვე:
• არ დაიგვიანოს გაკვეთილზე;
• არ გააცდინოს გაკვეთილი (გაკვეთილები) არასაპატიო მიზეზით;
• არ დატოვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არასაპატიო მიზეზით;
• არ მოწიოს სიგარეტი;
• არ გამოიყენოს სკოლაში მობილური ტელეფონი;
• არ მოიხმაროს სკოლაში საღეჭი რეზინი ან მზესუმზირა;
• არ დაუშვას სკოლაში იმ არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება, რომლებიც კონკრეტულად არ არის მითითებული სკოლის შინაგანაწესში, მაგრამ ეწინააღმდეგება და არღვევს სკოლის დისციპლინას;
8. პატივი სცეს სკოლაში მოქმედ შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და სხვა წესებს, დაიცას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;