3 მარტი დედის დღე დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა..
მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას!
რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება? 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში. , მივულოცოთ მომავალ დედებსაც, მითუმეტეს თუ უკვე არიან იმ დიდი გძნობის მატარებლები, რასაც დედობა ჰქვია.
პირველ რიგში, დედაჩემს მივულოცავ ამ დღეს. შემდეგ ვულოცავ ყველა დედას, მომავალს თუ უკვე გამხდარს. ჩვენს გვერდით მყოფს თუ იმ ქვეყნიდან ჩვენზე მზრუნველს.
გილოცავთ და ბედნიერ დედობას გისურვებთ!