მოსწავლის/მასწავლებლის კოდექსი

მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
1

მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი
მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს პედაგოგთა ძირითად უფლება-
მოვალეობებს, დისციპლინური გადაცდომების სახეებს და შესაბამისად მათი
დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულ სახდელებს. ეს არის საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა და მიზნად ისახავს სკოლებში
პოზიტიური და განათლებისათვის ხელშემწყობი კლიმატის შექმნას.

მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის მიზანია:
 ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინის
დამკვიდრებას;
 თავიდან ააცილოს ყველა სახის კონფლიქტი მოსწავლეებს, დირექციასა და სკოლის სხვა
თანამშრომელს შორის;
 უზრუნველყოს პედაგოგთა მისაღები ქცევები;
 განსაზღვროს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები;
 განსაზღვროს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებანი.


თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობები:
 სკოლის წესდების, შინაგანაწესის და ხელშეკრულებით განსაზღვრული
ვალდებულებების ზუსტად და დროულად შესრულება;
 სწავლება-სწავლის შედეგებზე პასუხისგება;
 ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ეთიკის დაცვა;
 დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოება;  2
 პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;
 ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური
მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულების მიხედვით
დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
 მისთვის წინასწარ განსაზღვრულ დღეებში მორიგეობა;
 მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის სახდელის გამოყენების შემთხვევაში
დისციპლინური კომიტეტისათვის შეტყობინება.

დამრიგებლის მოვალეობანი:
 თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობების შესრულება;
 სკოლაში სადამრიგებლო კლასის გამოცხადებამდე არაუგვიანეს 15 წუთით
ადრე მისვლა და სკოლაში სადამრიგებლო კლასის გაკვეთილების
დასრულებამდე დარჩენა;
 საკლასო ჟურნალის მოვლა-შენახვა;
 შესვენების პერიოდში სადამრიგებლო კლასში დისციპლინის
უზრუნველყოფა;
 საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობა;





მოსწავლეთა ქცევის კოდექსი
1
მოსწავლეთა ქცევის კოდექსი

მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ეხება მოსწავლეებს. სკოლის თანამშრომლებმა და
და მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ამ კოდექსის მოსწავლეების მიერ
შესრულება,აგრეთვე სხვა ზომების მიღება გადაცდომის არსებობის შემთხვევაში. იგი
არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა და
მიზნად ისახავს სკოლებში პოზიტიური და განათლებისათვის ხელშემწყობი
კლიმატის შექმნას.
მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ასახავს კონკრეტულ დისციპლინური სახდელს
ქცევიდან გადახვევის შემთხვევაში.

მოსწავლეთა ქცევის კოდექსის მიზანია:

 ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
თვითდისციპლინის და სხვათა პატივისცემის დამკვიდრებას;
 თავიდან აიცილოს ყველა სახის კონფლიქტი მოსწავლეებს, დირექციასა და
სკოლის სხვა თანამშრომლებს შორის;
 უზრუნველყოს მოსწავლეთა მისაღები ქცევები;
 უზრუნველყოს სკოლაში ურთიერთგაგების, ჰარმონიისა და სხვაზე ზრუნვის
ატმოსფეროს შექმნა;
 უზრუნველყოს სკოლის თითოეული მოსწავლისა და თანამშრომლის
კეთილდღეობა და ხელი შეუწყოს მათში ინდივიდუალური
პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;
 განსაზღვროს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის
მექანიზმები;
 განსაზღვროს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებანი.

ყველა მოსწავლე ვალდებულია:

1. გაეცნოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს და დაემორჩილოს მას, როდესაც იგი:
 იმყოფება სკოლის ტერიტორიაზე;
 ესწრება გაკვეთილებს;
 სკოლის სახელით მონაწილეობას იღებს რაიმე ღონისძიებაში;
 მონაწილეობს სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა აქტივობებში.

2. ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი პუნქტის დარღვევის
შემთხვევაში შეატყობინოს სკოლის დირექციას;
3. ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ
მოწყობილობებს და აღჭურვილობას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში
აღადგინოს იგი თავად, ან სხვათა დახმარებით.
фильмы бесплатно

კითხვა

მოგწონთ ჩვენი სკოლა?