61 სკოლის ისტორია

თბილისის 61-ე საჯარო სკოლამ რამდენიმე ცვლილება განიცადა, როგორც სახელწოდების, ისე ადგილმდებარეობის მიხედვით.

1937 წლამდე ახლანდელ სპორტის სასახლის ადგილას მდგარ ერთ პატარა შენობაში მოთავსებული ყოფილა არასრული საშუალო სკოლა.

1937 წელს დოლიძის ქუჩაზე გაიხსნა №55 საშუალო სკოლა.

1942 წელს სკოლის შენობაში მოთავსდა სამხედრო ლაზარეთი, სკოლა კი მელიქიშვილის ქუჩაზე გადაიტანეს.

1944 წელს შემოიღეს ქალ-ვაჟთა ცალ-ცალკე სწავლება. №55-ე საშუალო სკოლაში გოგონებისათვის გაიხსნა ქალთა მე-10 საშუალო სკოლა. (დირექტორი გახლდათ ქ-ნი ლიდა შანიძე)

1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ ლაზარეთმა გამოათავისუფლა სკოლის შენობა, მაგრამ იგი რატომღაც სოფლის მეურნეობის მუშაკთა რესპუბლიკურ ცენტრს გადასცეს. სკოლის ადმინისტრაციამ და კოლექტივმა თხოვნით მიმართა მინისტრთა საბჭოს, რათა სასკოლო შენობა სკოლისათვის დაებრუნებინათ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 1945 წლის აგვისტოში დოლიძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სკოლის შენობა ქალთა №10-ე საშუალო სკოლას გადაეცა.

მასწავლებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, ღამეებს ათენებდნენ სკოლის შენობის მოსაწესრიგებლად და 1945 წლის 1 სექტემბერს ამ სკოლაში დაირეკა ცოდნის მაუწყებლობის პირველი ზარი.

1946 წელს სკოლის პირველ სართულზე განთავსდა მოსკოვის საბუღალტრო-ეკონომიკური ინსტიტუტის ფილიალი, რამაც სკოლის მუშაობის პირობები საგრძნობლად გააუარესა. 1954 წელს ფილიალი უნივერსიტეტს შეუერთდა. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1954 წელს სექტემბერში სკოლის შენობის 1 სართული გადაეცა მე-7 სამუსიკო სკოლას. მოგვიანებით კი ახლად აშენებული მთელი კორპუსი დაიკავა.

1955 წლიდან კვლავ შემოიღეს ქალ-ვაჟთა ერთად სწავლება. ქალთა მე-10 საშუალო სკოლას მიეცა 61-ე საშუალო სკოლის სახელწოდება.

61-ე სკოლის დირექტორები:

1. თამარ გიორგობიანი 1948-1960წ.

2. ლავრენტი ჩხარტიშვილი 1960-1984წ.

3. ციალა რეხვიაშვილი 1984-1985წ.

4. რამინ პაპავა 1985-1986წ.

5. ვალოდია დობორჯგინიძე 1986-1992წ.

6. კოტე კაპანაძე 1992-1993წ.

7. იზოლდა ბენდელიანი 1993-2005წ.

8. მაია გეგენავა 2005-2006 წ.

9.შოთა მანჯავიძე 2006-2011წ.

10. შორენა ღუდუშაური 2011წ.
фильмы бесплатно

კითხვა

მოგწონთ ჩვენი სკოლა?